საქორწინო ტრადიციები და მათი წარმოშობის ისტორია აჭარაში

პროგრამის შესახებ

                საქორწინო ტრადიციები და მათი წარმოშობის ისტორია აჭარაში

 

პროგრამის მონაწილეები მოისმენენ საუბრებს აჭარაში საქორწინო ტრადიციებისა  და მათი წარმოშობის ისტორიაზე.  გაეცნობიან მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ თავადი ბეჟანიძის ქალის საქორწინო სამოსის კოლექციას. მიმოხილული იქნება საქორწინო სამოსის განვითარების თავისებურებები, რწმენა-წარმოდგენები, მხატვრული სახე და პარალელები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალის საქორწინო და სადღესასწაულო კაბების შემკულობის სხვადასხვა ელემენტს. ვისაუბრებთ აჭარაში გავრცელებულ ქალის სამკაულის ელემენტების მრავალფეროვნებასა და სამკაულის ხელოვნების შესახებ. გავაცნობთ სამკაულის იმ ელემენტებს, რომელებიც საქორწინო ტრადიციების შესრულების დროს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა.

      დასასრულს მონაწილეებს  ვთავაზობთ:  ნანახი მასალის (ექსპონატების) მიხედვით  თავად დახატონ აჭარელი ქალისა და მამაკაცის საქორწინო სამოსის სხვადასხვა ელემენტი, ან დაამზადონ საქორწინო თავსაბურავისა და სამოსის სხვადასხვა ორნამენტი (მცენარეული, ასტრალური, ზოომორფოლოგიური), რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ სხვადასხვა აქსესუარის ხელსახოცების,  მაგიდის საფრები, ქისები და ა.შ. შექმნას.

 

პროგრამა განკუთვნილია:  V-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა:  60 - 90 წუთი.

ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

საკონტაქტო პირი :    ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25

პროგრამის კოორდინატორი -  შორენა მახარაძე, სოფო ლორთქიფანიძე

 

გაზიარება